EnglishGeorgianRussian

ჩვენ შესახებ

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი «საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია»
წესდება


თბილისი
2020
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

    საზოგადოების სახელწოდება: არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი — «საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია»
    «საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია» წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
    სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
    «საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია» თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესდების და დამფუძნებლების მიერ მიღებული შინაგანაწესის შესაბამისად.
    სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი.
    აკადემის დასახელება:        
    საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია
    Georgian Academy of Choreographers
    აკადემია ფუნქციონირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აკადემის იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ჟაულის შარტავას ქ. #41ვ
ტელ-ფაქსი: +995 32 358 421;
მობ: +995 577 376 794
    საზოგადოების ელექტრონული ფოსტის მისამართი: qor.union@gmail.com
    არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის ვალდებულებებისთვის მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებს. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისთვის.
    არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის დამფუძნებლებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
    არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

მუხლი 2. აკადემის მიზნები

    აკადემიის მიზანია, კანონით დადგენილი წესით, ხელი შეუწყოს ქორეოგრაფიული ხელოვნების აღორძინებას და პროპაგანდას, მასების ესთეტიკურ აღზრდას და მხატვრულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას ქართული ხალხური, კლასიკური, სამეჯლისო, თანამედროვე და საქართველოში მცხოვრები სხვა ერების ქორეოგრაფიის მემკვიდრეობას საუკეთესო ტრადიციებზე დაყრდნობით. აკადემიის ძირითადი ამოცანაა იზრუნოს ქორეოგრაფიული ხელოვნების ყველა სახისა და ჟანრის განვითარებისათვის, მტკიცედ დაიცვას და განავითაროს ქართული ქორეოგრაფიის მრავალსაუკუნოვანი ჯანსაღი ტრადიციები, იბრძოლოს მანკიერებათა წინააღმდეგ, როგორც ცეკვის დადგმისა და შესრულების, ისე სწავლების პროცესში.
    აღნიშნული მიზნების მისაღწევად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აკადემია ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
    ცეკვის ანსამბლების, შემსწავლელი წრეების, სტუდიებისა და სხვა სახის სასწავლო, მეთოდურ-სამეცნიერო დაწესებულებების შექმნას;
    სხვადასხვა ჟანრის პროფესიული და მოყვარულთა ქორეოგრაფიული ანსამბლების შექმნას;
    ოლიმპიადების, ფესტივალების, დათვალიერებების, კონკურსების, ცეკვის დღესასწაულების ორგანიზაციასა და ჩატარებას; 
    ქართული ხალხური საცეკვაო ფოლკლორის შესანარჩუნებლად და პოპულარიზაციისათვის ხალხური ცეკვების შეგროვებასა და დაფიქსირებას, ფოლკლორული ექსპედიციების ჩატარებას, ფოლკლორის კაბინეტის დაარსებას, გამოფენების მოწყობასა და ა.შ.; 
    მუსიკოს-აკომპანიატორთა შემსწავლელი სტუდიების დაარსებას; 
    ქორეოგრაფთა საავტორო კონცერტების ჩატარებას; 
    ქორეოგრაფთა შემოქმედებითი ზრდისა და პროფესიული დაოსტატების მიზნით კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მოწყობას, კონკურსების ჩატარებას საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმის, სოლისტ შემსრულებლების, ქორეოგრაფიული ანსამბლების გამოსავლენად და წასახალისებლად;
    ქორეოგრაფიული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების, ახალგაზრდების გამოვლენა და მათთან მუშაობა ქორეოგრაფიული ზრდისა და შემდგომი პროფესიული დაოსტატების კუთხით;
    ქორეოგრაფიის კადრების პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ამაღლებისა და შემოწმების მიზნით საატესტაციო კომისიის შექმნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნირების სამინისტროსთან, შემოქმედებით კავშირებთან; ატესტაციის შედეგების მიხედვით ანსამბლებსა და სტუდიებში ქორეოგრაფთა და მასწავლებელთა შერჩევა, დაკომპლექტება და პასპორტიზაცია;
    ქორეოგრაფიული ხელოვნების პრაქტიკისა და თეორიის საკითხებზე სემინარების, შემოქმედებითი პლენუმების, კონფერენციების, ლექტორიუმების, სამეცნიერო სესიების, თათბირების გამართვა. ქორეოგრაფიული ანსამბლებისათვის პრაქტიკული და შემოქმედებითი დახმარების გაწევის მიზნით, კონსულტაციების ჩატარება ქორეოგრაფ-სპეციალისტის მიერ;
    შემოქმედებითი საღამოების, იუბილეების, ლექცია-კონცერტების, დისკუსიებისა და შეხვედრების მოწყობა;
    საქართველოს ტელერადიო დეპარტამენტისათვის დახმარების გაწევა საცეკვაო კოლექტივების, ცეკვის ნიმუშებისა და ქორეოგრაფიის საკითხებზე გადაცემების შერჩევაში;
    ქორეოგრაფიული ხელოვნების სამუზეუმო ექსპონატების შეგროვებასა და შერჩევაზე ზრუნვა; 
    ქართული ცეკვის ექსპერიმენტულ-შემოქმედებითი ლაბორატორიის შექმნა, სტუდიური მოძრაობის განვითარების ხელის შეწყობა; 
    საგამომცემლო საქმიანობა, წიგნების, გაზეთების, მემუარების, ალბომების, ბუკლეტების, მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემა ქორეოგრაფიის საკითხებზე. პერიოდულად ქორეოგრაფიაში მიღებული წესით ჩაწერილი, ხალხური და სასცენო ცეკვების ნიმუშების დაბეჭდვა და სხვა;
    აკადემიის ყველაზე აქტიური და გამორჩეული წევრების ფულადი პრემიებით, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება;
    აკადემიისა და მათი ოჯახის წევრებზე აკადემიის დასასვენებელი სახლების საგზურების გაცემა, საგზურის ღირებულების შეღავათების განსაზღვრა;
    შრომით მოწყობაში დახმარების გაწევა ქორეოგრაფიის იმ მოღვაწეთათვის, რომელთაც დაკარგეს სპეციალობით მუშაობის უნარი; 
    ქორეოგრაფიული ხელოვნების ვეტერანებზე ზრუნვა;
    ვეტერანთა საბჭოების შექმნა და სათანადო დახმარების გაწევა;
    ლატარიების გათამაშება;
    ორგანიზება გაუკეთოს სხვადასხვა ფესტივალების, კონკურსებისა და დათვალიერებების ჩატარებას;
    აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქორეოგრაფიული ხელოვნების სწავლების სისტემის ჩამოყალიბებაში;
    რეგიონულ მმართველობით სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით მოახდინოს აკადემიის წევრი წარმატებული პირების გამოვლენა, ჰქონდეს მათთვის საპატიო წოდების მისანიჭებლად წარდგენის უფლება; 
    დააწესოს აკადემიის სახელობითი პრემიები  განსაკუთრებული წარმატების მქონე აკადემიის წევრ ცალკეული პირებისათვის  მინიჭების მიზნით, ჩამოაყალიბოს პრემიების გადაცემის გამჭვირვალე სისტემა.
    აკადემიას უფლება აქვს გასწიოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ნებადართულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და არ ცვლის მის ხასიათს.

მუხლი 3. აკადემის დამფუძნებლები

3.1 საზოგადოების დამფუძნებელია: 
1    ალექსანდრე ქართველიშვილი    01019000511    ქ. თბილისი, კავთისხევის ქ. #14
2    გიგლა თურქია    42001000275    ქ. ფოთი, ა.მოწერილიას 25
3    მურმან გამისონია    62006000197    ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, მე-5 კვ., კორპ. № 3, ბინა № 46
4    შალვა მელანაშვილი    01013022506    ქ.თბილისი, რ.ურიდიას 62
5    რომეო ბულია    19001010096    ზუგდიდის, ს. ნაწულუკუ კოსტავას ქ. #3

მუხლი 4. აკადემის მართვა

4.1 საზოგადოების მმართველობით ორგანოს წარმოადგენს საზოგადოების გამგეობა.
4.2 საზოგადოების გამგეობის წევრები არიან:
1    ალექსანდრე ქართველიშვილი    01019000511    ქ. თბილისი, კავთისხევის ქ. #14
2    გიგლა თურქია    42001000275    ქ. ფოთი, ა.მოწერილიას 25
3    მურმან გამისონია    62006000197    ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, მე-5 კვ., კორპ. № 3, ბინა № 46
4    შალვა მელანაშვილი    01013022506    ქ.თბილისი, რ.ურიდიას 62
5    რომეო ბულია    19001010096    ზუგდიდის, ს. ნაწულუკუ კოსტავას ქ. #3
    აკადემის გამგეობა მოიწვევა წელიწადში არანაკლებ ერთხელ მაინც, ორგანიზაციის საერთო კრებებს შორის, გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტის ან საზოგადოების პრეზიდენტის ინიციატივით. გამგეობა უფლებამოსილია თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
    გამგეობა:
    ხმათა უმრავლესობით ირჩევს და ათავისუფლებს აკადემის პრეზიდენტს;
    ისმენს პრეზიდენტის ფინანსურ ანგარიშს და ანგარიშს აკადემის საქმიანობის შესახებ;
    ამტკიცებს აკადემის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ აკადემის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
    იღებს გადაწყვეტილებას წევრის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტასთან დაკავშირებით; 
    იღებს გადაწყვეტილება გამგეობის ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებით;
    იღებს გადაწყვეტილებას აკადემის რეორგანიზაციის შესახებ;
    იღებს გადაწყვეტილებას აკადემის ლიკვიდაციის შესახებ.
    იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირის და კონსორციუმის დაფუძნების საკითხთან დაკავშირებით; 
    შეიტანოს ცვლილებები აკადემის წესდებაში;
    იღებს გადაწყვეტილებებს აკადემის სახელით უძრავ მოძრავი ქონების აქტივების შეძენის ან აკადემის  კუთვნილი ქონების განკარგვის ასევე ნებისმიერი სახით (იპოთეკით, გირავნობით და ასე შემდეგ) უფლებრივად დატვირთვის თაობაზე;
    იღებს გადაწყვეტილებას საკადემის ფინანსების მართვასთან დაკავშირებით, თუ საკითხი ითვალისწინებს საზოგადოების საერთო ბიუჯეტის 20%-ზე მეტი ოდენობის თანხის განკარგვას;
    განკარგავს აკადემის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე,
    გამგეობის თავმჯდომარეა ალექსანდრე ქართველიშვილი (პ/ნ 01019000511, დაბ. 17 მაისი 1958 წ., მის: ქ. თბილისი, კავთისხევის ქ. #14) ხოლო მისი გამგეობის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში, გამგეობა თავად ნიშნავს ამ სხდომის თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით. 
    გამგეობა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ წინამდებარე წესდებით ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 

მუხლი 5. აკადემის ხელმძღვანელობა

    აკადემის  ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება ენიჭება პრეზიდენტს.
    აკადემის  პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევს გამგეობა. 
    ვადის გასვლის შემდეგ, ერთი და იგივე პრეზიდენტის დანიშვნა შესაძლებელია ზედიზედ, განუსაზღვრელი ოდენობით.
    აკადემის  პრეზიდენტი:
    ამტკიცებს საზოგადოების ბიუჯეტს; 
    გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოებასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხზე.
    ამტკიცებს აკადემის შინაგანაწესს, დებულებებს, სახელმძღვანელო ინსტრუქციას; 
    წარმართავს საზოგადოების საქმიანობას წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად; 
    წარმოადგენს აკადემის მესამე პირებთან ურთიერთობაში; 
    ზედამხედველობს აკადემის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას; ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას; 
    ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს; 
    აკადემის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს; 
    ხელს აწერს აკადემის ყველა ოფიციალურ დოკუმენტს; 
    ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემის თანამშრომლებს; 
    ადგენს თანამშრომლებთან სამუშაო აღწერილობას, რომელიც გამომდინარეობს საორგანიზაციო საქმიანობიდან;
    განიხილავს გამგეობის რეკომენდაციებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
    ხსნის ანგარიშს ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საბანკო დაწესებულებებში, ხელს აწერს ფინანსურ და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს;
    იღებს გადაწყვეტილებას აკადემის ფინანსების მართვასთან დაკავშირებით, თუ საკითხი ითვალისწინებს საზოგადოების საერთო ბიუჯეტის 20%-ზე ნაკლები ოდენობის თანხის განკარგვას. 
5.5      აკადემის პრეზიდენტი არის ხმის უფლების მქონე გამგეობის წევრი და გამგეობის თავმჯდომარე.
5.6     აკადემის  პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, როდესაც გადასაწყვეტია ისეთი საკითხი, რომელიც შედის მხოლოდ პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მდივანი, რომელიც გადაწყვეტილებებს ღებულობს და ხელს აწერს, როგორც საზოგადოების პრეზიდენტი. მდივანს ნიშნავს აკადემის პრეზიდენტი, თავისი შეხედულებისამებრ. 
5.7     პრეზიდენტის მანდატი დასრულდება შემდეგ შემთხვევებში:
    ნებაყოფლობითი გადადგომა, რომელიც გადადგომის შესახებ წერილის სახით უნდა წარედგინოს აკადემის გამგეობას;
    მანდატის ვადის ამოწურვით, თუ იგი არ დაინიშნა მეორე ვადით; 
    გამგეობის წევრთა კენჭისყრით, გამგეობის წევრთა ხმათა ორი მესამედის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი დათხოვნა;
    გარდაცვალება.
5.8   პრეზიდენტის ნებაყოფლობით გადადგომის შემთხვევაში, გამგეობის მიერ ახალი პრეზიდენტის დანიშვნამდე, მის მოვალეობებს ასრულებს მისი მდივანი.
5.9.     აკადემის პრეზიდენტია: ალექსანდრე ქართველიშვილი (პ/ნ 01019000511, დაბ. 17 მაისი 1958 წ., მის: ქ. თბილისი, კავთისხევის ქ. #14)

მუხლი 6. აკადემის საერთო კრება

     აკადემის საერთო კრება შედგენა საზოგადოების ყველა წევრისაგან. თითოეულ მათგანს გააჩნია ერთი ხმის უფლება. 
    აკადემის  საერთო კრება უფლებამოსილია:
    აირჩიოს და გადააყენოს გამგეობის წევრი;
    შეიტანოს ცვლილებები გამგეობის როგორც რაოდენობრივ, ასევე სახელობით შემადგენლობაში (შეცვალოს გამგეობის წევრები);
    მოითხოვოს და მოისმინოს ანგარიში აკადემის საქმიანობის შესახებ;
    გამგეობის ინფორმირებით ან ასეთი ინფორმირების გარეშე მოახდინოს აკადემის  საქმიანობის კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება;
    დანიშნოს აკადემის  პირველი პრეზიდენტი.
    საერთო კრება მოიწვევა წელიწადში არანაკლებ ერთხელ მაინც, ორგანიზაციის გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტის ან აკადემის პრეზიდენტის ინიციატივით. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
    საერთო კრება მოიწვევა თითოეული წევრისათვის წერილობითი შეტყობინების (რომელშიც ასევე უნდა იქნას მითითებული დღის წესრიგი) მეშვეობით. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ფოსტის ან ელ.ფოსტის მეშვეობით. 
    საერთო კრება, თითოეულ სხდომაზე ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით. 
    საერთო კრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ხმების 70%-ით, თუ წინამდებარე წესდებით ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 

მუხლი 7. აკადემის წევრობა

    აკადემის წევრი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, ასევე, სამოქალაქო აკადემის — არაკომერციული იურიდიული პირი  (საკუთარი წესდების მიხედვით), მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ემხრობა და იზიარებს ორგანიზაციის მიზნებს. წევრობის დამატებითი მოთხოვნები შესაძლოა განსაზღვრულ იქნეს გამგეობის მიერ მიღებული შინაგანაწესით.
    აკადემის  წევრთა მიღება ხორციელდება პირადი განცხადების საფუძველზე. აკადემის  წევრად მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს გამგეობა.
    აკადემის წევრის მოვალეობაა, რომ დაიცვას და განამტკიცოს «ორგანიზაციის» ინტერესები და რეპუტაცია და შეასრულოს ამ წესდების დებულებები.
    აკადემის  წევრად მიღებულ პირს ეძლევა საწევრო ბარათი.
    აკადემის წევრებს, დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, შეიძლება განესაზღვროთ საწევრო გადასახადი. 
    აკადემის წევრი:
    უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია აკადემის საქმიანობის შესახებ;
    უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში ერთი ხმის უფლებით; 
    შესაძლოა არჩეულ იქნას გამგეობის წევრად;
    თუ იგი წარმოადგენს გამგეობის წევრს, გამგეობის სხდომებზე სარგებლობს ხმის უფლებით;
    უფლებამოსილია ისარგებლოს გარკვეული მომსახურებით და მონაწილეობა მიიღოს აკადემის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, საზოგადოების პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის შესაბამისად.
    ვალდებულია დაიცვას აკადემის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
    ვალდებულია გაუფრთხილდეს აკადემის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას.
    წესდების დარღვევის შემთხვევაში საზოგადოების წევრის მიმართ მიიღება შემდეგი დისციპლინური ზომები:
    მითითება;
    წევრობიდან გარიცხვა;
    დისციპლინური ზომის ფორმას განსაზღვრავს აკადემის გამგეობა.
    აკადემის წევრობიდან გაირიცხებიან:
    ანტი საზოგადოებრივი და ამორალური საქციელისათვის, რომელიც ბღალავს აკადემის  სახელსა და ღირსებას;
    საწევრო გადასახადის არსებობის შემთხვევაში, საწევრო გადასახადის გადაუხდელობისათვის 1 წლის მანძილზე.
    აკადემის წევრობიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა ხმათა უმრავლესობით.
    აკადემის  წევრად აღდგენა შესაძლებელია გარიცხვიდან სამი წლის შემდეგ.
    მოქმედ წევრს არ გააჩნია არანაირი უფლება ან პრეტენზია საზოგადოების რომელიმე აქტივის მიმართ, ასევე არ აქვს აკადემისთვის გადახდილი საწევრო თანხების დაბრუნების მოთხოვნით მიმართვის უფლება.
    წევრობა არ შეიძლება გადაეცეს ან მემკვიდრეობით ერგოს სხვა პირს.
    აკადემის დამფუძნებელი წევრები არიან: 
1    ალექსანდრე ქართველიშვილი    01019000511    ქ. თბილისი, კავთისხევის ქ. #14
2    გიგლა თურქია    42001000275    ქ. ფოთი, ა.მოწერილიას 25
3    მურმან გამისონია    62006000197    ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, მე-5 კვ., კორპ. № 3, ბინა № 46
4    შალვა მელანაშვილი    01013022506    ქ.თბილისი, რ.ურიდიას 62
5    რომეო ბულია    19001010096    ზუგდიდის, ს. ნაწულუკუ კოსტავას ქ. #3

მუხლი 8. აკადემის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    აკადემის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
    აკადემის საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ხდება დამფუძნებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

        აკადემის იურიდიული პირის უფლებებსა და მოვალეობებს იძენს დადგენილი წესით რეგისტრაციის დღიდან.
    საკითხები რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესდებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
    წინამდებარე წესდება ძალაში შედის პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
    თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ატილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულების ნამდვილობაზე.
    წინამდებარე წესდება შედგენილი ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. წესდების ერთი ეგზემპლარი წარედგინება და რჩება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, მეორე ეგზემპლარი ინახება პრეზიდენტთან, ხოლო მესამე ინახება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.

საზოგადოების გამგეობის წევრები არიან:

1    ალექსანდრე ქართველიშვილი
01019000511
        
2    გიგლა თურქია
42001000275
        
3    მურმან გამისონია
62006000197
        
4    შალვა მელანაშვილი 
01013022506
        
5    რომეო ბულია
19001010096